იცოდე: შენ არსებობ იმისთვის, რომ ბედნიერი იყო. არ არსებობს სხვა შენნაირი ადამიანი, არის რაღაც რაც მხოლოდ შენ შეგიძლია, რომ გააკეთო ყველაზე კარგად; სხვას არავის აქვს ის ნიჭი, რომლითაც შენ დაგაჯილდოვა სამყარომ. ნურასოდეს იფიქრებ, რომ უიღბლო და უინტერესო ადამიანი ხარ. იპოვე საკუთარი თავი და იბედნიერე ისე, როგორც გესმის – შენ იმსახურებ ამას!
ისე ჩაიცვი, როგორც მოგწონს; თმაც იმ ფრად შეიღებე, როგორიც თავად გსურს; წადი იქ, სადაც ბედნიერი ხარ და გჯეროდეს იმის, რისიც გსურს. ეს შენი ცხოვრებაა, შენი გზაა, შენი ისტორია, რომელსაც მხოლოდ ქმნი და შენ განიცდი… ამ ხანმოკლე ცხოვრებას სხვისი მითითებების ასრულებაში ნუ გაატარებ, თორემ ბოლოს მიხვდები, რომ არც გიცხოვრია.
/ ია კარგარეთელი /