“მართლა ძალიან ცუდად ვარ და ალბათ ხმაზეც მეტყობა, რომ ძალიან განვიცდი ამას ყველაფერს. ღმერთმა იცის მე ის ბავშვი შვილივით მიყვარდა და მოხდა რაღაც გაურკვევლობა და გაუგებრობა. ბოროტმა ჩათესა შური და შუღლი. აქ საუბარი იყო მიმოწერაზე და იმის იქეთ არაფერი არ ყოფილა. ღმერთმა დაიცვას რომ რამე ყოფილიყო. ძალიან ცუდად ვარ. 25 წელია მოძღვარი ვარ და ექვსი შვილის მამა ვარ, ათასი უპატრონო ბავშვი გავზარდე….20 წელი ვმუშაობდი სკოლაში და მაინც და მაინც მაქ გამოვედი ყველაფერი…შენდობას ვითხოვ ყველასთან, ღვთის წინაშე და ქალბატონ ნინოსთანაც. რა სასჯელიც დამიყენა უწმინდესმა, ისე გავაგრძელებ ცხოვრებას, თუ მაცლიან, თუ არა და”…-ეს მამა ბასილის პირველი კომენტარია, რომელსაც ახალგაზრდა სტიქაროსანისთვის სექსუალური შინაარსის ვიდეოებისა და ინტიმურ მესიჯების გაგზავნის გამო მღვდელმსახურება შეუჩერდა.
ეპისკოპოსებმა და სინოდმა, ბასილ კვირჩილაძეს მღვდელმოქმედება განუსაზღვრელი ვადით აუკრძალა.