პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე დღეს ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
“1.ხელისუფლება, რომელიც მძევლებს პოლიტიკური ნიშნით ახარისხებს – უნდა წავიდეს!
2. ხელისუფლება, რომელიც გუშინ ტვ “პირველზე” გასული სიუჟეტის – იგორ გიორგაძის სატელეფონო ჩანაწერების – გასვლის შემდეგ, ამ ტელევიზიის მფლობელს ემუქრება, ამით ადასტურებს თავის რუსულ კავშირებს და იმას, რომ ამ ქვეყნისთვის უკიდურესად საშიში გახდა – უნდა წავიდეს!
3. ხელისუფლება, რომელიც არჩევნების წინ, მედიისა და ოპოზიციის ტერორისთვის ნიადაგს ამზადებს – უნდა წავიდეს!
4. ხელისუფლება, რომელიც არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მედიას ჰქონდეს სათანადო გაიდლაინები, თუ როგორ იმოქმედონ სხვადასხვა ტიპის საგანგებო სიტუაციების დროს და ამით საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ მშვიდობას და უსაფრთხოებას – უნდა წავიდეს!
5. ხელისუფლება, რომელიც პარტნიორად იხდის კრიმინალს – უნდა წავიდეს!
6. ხელისუფლება, რომლის მმართველობის დროსაც “ტერორისტი”@ტერორისტი, საზღვრებჩაკეტილ ქვეყანაში!შედის სრული სამხედრო კომუფლიაჟით, კბილებამდე შეიარაღებული უპრობლემოდ აღწევს, სუსისა და ქალაქის მერიის შენობების გვერდით არსებულ ბანკის ფილიალში – უნდა წავიდეს!
სხვაგვარად, ეს ხელისუფლება ამ ქვეყნისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ იქცევა!”- წერს ლაგაზიძე
შეგახსენებთ, დღეს ზუგდიდში “საქართველოს ბანკში” შეიარაღებული პირი შეიჭრა, 30-მდე ადამიანი მძევლად აიყვანა. ნახევარი მილიონი ლარი და უსაფრთხოდ ტერიტორიის დატოვება მოითხოვა. ერთი საათის წინ კი, სამ მძევალთან ერთად, რომელთა შორის ერთი სამეგრელო-ზემოსვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსია და რომელმაც მას მოთხოვნილი თანხა მიუტანა, პოლიციის მანქანით, ზუგდიდის ტერიტორია დატოვა.