საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც 23 თებერვალს, გირაოს თანხის – 40 000 ლარის არ გადახდის გამო დააკავეს, რომ “პოლიტპატიმრები ქვეყანაში რომ არ გვყავს, ეს არის ფაქტი, ვინაიდან, იმას, ვისაც დღეს პოლიტპატიმარს უწოდებს ოპოზიცია, შეუძლია, 11 ათასი ევრო გადაიხადოს და გარეთ გამოვიდეს. 11 000 ევროიანი პოლიტპატიმარი ევროკავშირისთვის პოლიტპატიმარი არ არის”.-ამბობს დავითულიანი.