ნიკა მელია მხარდამჭერებს გისოსებიდან მიესალმა

აქციის მონაწილეებს ხელში საქართველოს დროშები უჭირავთ, ასევე სახეზე ნაჭრები წარწერით Freedom for fox – თავისუფლება მელიას უკეთიათ.

„ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები ავტომსვლელობით რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან მივიდნენ. ისინი აქციას მართავენ და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიას შეძახილებით: „ნიკა, ნიკა“ მიმართავენ.

ნიკა  მელია მხარდამჭერებს რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან მიესალმა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share