იაპონიის დედაქალქ ტოკიოში 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქვეყნის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით, მიაგის პრეფექტურასთან, წყნარ ოკეანეში, 60 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
უცხოური მედიის ცნობით, არსებობს ცუნამის საშიშროებაც. ცუნამის სიმაღლემ შესაძლოა 1 მეტრის მიაღწიოს.