ჩვენი შეთავაზებები ეხებოდა ყველა პუნქტს, რომელიც თავის დროზე „ევროპული საბჭოს“ ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა ჩამოწერა. გამოიკვეთა სამი პარტია, რომელიც ხისტად მოქმედებდა და არ მოდიოდა კომპრომისზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.
მისი თქმით, მმართველ ძალას თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით ჰქონდა რაციონალური შეთავაზებები, თუმცა ოპოზიციის ნაწილმა წამოაყენა ულტიმატუმები, რაც ითვალისწინებდა კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვას და ნიშნავდა სახელმწიფოს უპატივცემულობას.
კობახიძის განცხადებით, გამოიკვეთა სამი პარტია, რომელიც ხისტად მოქმედებდა და არავითარ კომპრომისზე არ მიდიოდა. „ეს იყო „ნაციონალური მოძრაობა“, გიგა ბოკერია და „ლელო“. ეს სამი პოლიტიკური პარტია იყო ძალიან ხისტი თავიანთ მიდგომებში. ყველა სხვა ავლენდა კომპრომისის განწყობას, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა არ ვთვლი შალვა ნათელაშვილს. ყველა დანარჩენი ავლენდა მზადყოფნას, რეალური დიალოგისთვის. თუმცა ამ სამ პარტიას ეკავა ხისტი პოზიცია, რაც საბოლოო ჯამში აღმოჩნდა კონტრპროდუქტიული და შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა“, – განაცხადა კობახიძემ.