“ხელში ჩამივარდა დოკუმენტი, საიდანაც ირკვევა რომ “კალაძის მერიაში” კონკრეტული “სამსახური” ითხოვს ხელფასების გაზრდას – 12 900 ლარამდე, 9 200 ლარამდე, 8 500 ლარამდე, 7 500 ლარამდე და ა.შ.”, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა Facebook-ზე დაწერა. როგორც მან “მთავარ არხთან” განმარტა, საქმე ეხება თბილისის მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების სამსახურს, რომელიც სახელფასო ფონდის, წლიურად 4 მილიონზე მეტი ლარით გაზრდას მოითხოვს.
ლევან ხაბეიშვილი დოკუმენტაციის გასაჯაროებას ხვალ, 22 მარტს აპირებს.