ზურა ჯაფარიძის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ჯაფარიძე ინფორმაციას facebook-ით ავრცელებს და წერს, რომ საარჩევნო კამპანიას ონლაინ რეჟიმში გააგრძელებს
კოსტას, უმცროს შვილს, მოუვიდა დადებითი პასუხი კოვიდ-ტესტზე
მაღალი სიცხე ჰქონდა 3 დღე, (სხვა არანაირი სიმპტომი არ ჰქონია) და საავადმყოფოში გადავიყვანეთ
ამჟამად ბევრად უკეთესადაა
სხვა ოჯახის წევრები კარგად ვართ, მათ შორის ნატა დაიტესტა და უარყოფითი პასუხი მოვიდა
სამწუხაროდ ჩემი საჯარო აქტივობები უნდა შევზღუდო
კამპანიას მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გავაგრძელებ
31-ში უნდა მოვიგოთ- წერს ჯაფარიძე.