გერმანიაში დასაქმება უკვე საქართველოს 97436 მოქალაქეს სურს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს, გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე განცხადებების მიღება მიმდინარეობს.
გერმანული მხარისგან ამ ეტაპზე 350-მდე ვაკანსიაა მოწოდებული. სპეციალურ პორტალზე რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყო. აპრილის დასაწყისში კი, შერჩეულ კანდიდატთა კონკრეტული რიცხვი ცნობილი გახდება.