„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების სენატს, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტს, კონკრეტულად, ჯორჯ კენტს, გაკეთებული სამართლიანი შეფასებებისა და ობიექტურობისთვის. აღნიშნული მოსმენა და იქ გაკეთებული შეფასებები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ამერიკისთვის საქართველო ჩვენს რეგიონში, არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი. ასევე მინდა ვთქვა, რომ ყოველგვარ სპეკულაციებს წერტილი დაესვა აღნიშნული განცხადებებით და დასრულდა აბსურდული ბრალდებები, სპეკულაციები და ცილისწამებები, რომელიც ჩვენ ოპოზიციის წარმომადგენლებისგან გვესმოდა. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მზად ვართ, მოკლე დროში განვახორციელოთ საარჩევნო რეფორმა, მოვემზადოთ და განვახორციელოთ მართლმსაჯულების შემდგომი რეფორმა და ყველა ის რეკომენდაცია გავითვალსწინოთ, რომელიც აშშ-ს სენატის მხრიდან იყო. მინდა აღვნიშნო რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ბორელის განცხადებები,“- განაცხადა ღარიბაშვილმა.