რუსეთი, რომელიც საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მოქმედებს, „ადეკვატურად უპასუხებს“ ნატო-ს საქმიანობას შავ ზღვაში, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
ჟურნალისტების კითხვაზე, თუ როგორი იქნება რუსეთის შესაძლო პასუხი შავ ზღვაში ალიანსის სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერებაზე, ზახაროვამ აღნიშნა: „მოკლედ რომ ვუპასუხოთ, საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, პასუხი ტრადიციულია – ადეკვატურ რეაგირებას მოვახდენთ“.