პატიმრობაში მყოფი გოგი წულაიას შვილი სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას აქვეყნებს. თემურ წულაია მამის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს და სახალხო დამცველს მიმართავს:
,,მამაჩემის, გოგი წულაიას ჯამრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ამდენი დღის შიმშილობამ და მედიკამენტების მიუღებლობამ შედეგი გამოიღო, რაც გულის ოპერაციის ფონზე, ძალიან საგანგაშო შედეგია. დღეს ხელები გაშავებია და ოთახში წაქცეულა, რის გამოც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ყველაფერი ნათელია, დაჭერით დაიჭირეთ და ეწირება უსამართლობას, მაგრამ სიკვდილით მაინც ნუ მომიკლავთ მამას.
აქვე მინდა ვთხოვო სახალხო დამცველ ქ-ნ ნინო ლომჯარიას, მოინახულოს ამჟამად N18 პენიტენციურ ჰოსპიტალში მყოფი მამაჩემი და მოისმინოს მისი აზრი, იქნებ რისთვის შიმშილობს 13 დღეა პოლიტიკოსი გოგი წულაია, რომელმაც რამდენიმე თვის უკან ძალიან მძიმე გულის ოპერაცია გადაიტანა და შეიძლება ნებისმიერ წამს კომაში ჩავარდეს”, – წერს თემურ წულაია სოციალურ ქსელში.