დღეის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილია 11 603 ადამიანი. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
“გავაინტენსიუროთ უფრო მეტად აცრა. დღეის მდგომარეობით, აცრილია 11 603 ადამიანი. დღეში საშუალოდ გვაქვს 1 000 აცრა, გარკვეული ჩავარდნა იყო ამ დიდი ტრაგედიის შემდეგ, ახლა ყოველდღიურად 1 000-ზე ოდნავ მეტია, მაგრამ ეს ცოტაა. ამ ეტაპზე გვჭირდება მინიმუმ 3 000 აცრა დღეში”, – განაცხადა გამყრელიძემ.