EMA უარყოფს, ასტრაზენეკას ვაქცინასა და თრომბის განვითარებას შორის კავშირი დადგინდა

ევროპის წამლის სააგენტო უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ასტრაზენეკას ვაქცინასა და თრომბის განვითარებას შორის კავშირი დადგინდა. აღნიშნულ ინფორმაციას Agence France-Presse-ზე დაყრდნობით The Guardian ავრცელებს.

მარეგულირებელმა განმარტება მას შემდეგ გააკეთა, რაც სააგენტოს წარმომადგენელზე, მარკო კავალერიზე, დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ასტრაზენეკასა და სისხლში თრომბის განვითარებას შორის კავშირი არსებობს.

სააგენტო აცხადებს, რომ ვაქცინასა და თრომბის განვითარებას შორის შესაძლო კავშირზე კვლევა მიმდინარეობს და დასკვნა ცნობილი ჯერ არ არის, თუმცა შედეგები, შესაძლოა, მიმდინარე კვირაში გახდეს ცნობილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share