მომატებული ფასები, გაძვირებული ცხოვრება და ქვეყანაში სიღარიბის ზღვარზე მყოფი ადამიანები-ასეთია დღევანდელი საქართველო, საიდანაც ყველა ცდილობს გაიქცეს, რომ გაქცევით თავის გადარჩენა შეძლოს. რას ამბობს და რა ტკივა მდიდარი ხელისუფლების ღატაკ მოსახლეობას, ამაზე ქუჩის გამოკითხვა “ფორმულამ” გააკეთა:
მიჯაჭვული ვარ ეკრანს იშვიათად გამოვდივარ, რომ თუ ფასდაკლებაა რაღაცა იქნებ მაშინ ვიყიდო. როგორ უნდა გავძლოთ არ ვიცი. პენსიონერებს ის სამარცხვინო 25ლარი რომ მოგვიმატეს, ყველაფერი რომ გააძვირეს, შეიძლება ასე? თითომ ოჯახი ხო ყავთ? შვილები ხო ყავთ. აი, ამ ჯოხით გავდივარ ქუჩაში და ვუყურებ , ვაიმე არ გადავაცილო დენის 200 კილოვატს. ბოლო სამი დღე ვიჯექი-დენიც გამოვრთე, სანთელზე ვიყავი და ჩქარა ვწვებოდი, რომ ორასი კილოვატისთვის არ გადამეცილებია.
-ლობიოს საყიდლად ცამოვედი და ვერ ვიყიდე და მივცდივარ ცარიელი. უარგისი ღირს 7-8 ლარი, ჩვენი ლობიო 10 ლარი, საიდან მოვიტანო პენსიონერმა ქალმა. -ფასები ზალიან მოიმატა ყველაფერზე. რომ გამოვდიოდი და 50 ლარს ვხარჯავდი, ახლა 150 ლარი მეხარჯება.
-80 ლარს ვხარჯავდი, ეხლა გაცილებით მეტი მეხარჯება. გაორმაგებულია ყველაფერის ფასები. -კი ვმუშაობთ, მარა რო ავიღებთ ხელფასს, მეორე დღეს აღარ გვაქვს.
-ხალხი რას ჭამდა გეტყვით, რის რიგში იდგა- წიწიბურის, მაკარონის, ბურღულეულის. ნახევარი ქვეყანა ლობიოს და კარტოფილს ჭამს და იმ აზეც აღარ მიუწვდება ადამინს ხელი. ეს აღარ არის სახელმწიფო. უნდა გაგვწყვიტონ? სად წავიდეს ეს ხალხი? არსად არ გვინდა წასვლა, ამ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება და სირცხვილია 21-ე საუკუნეში, თანამედროვე სამყარომ კოსმოსი დაიპყრო და ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, დღეს რა ვჭამოთ, ხვალ კი არა. 100 ლარი გახდა 10 ლარის ტოლფასი. მითხარით აი, მხოლოდ მწვანილები ვიყიდე 20 ლარის.
-რაა ეს მოჭრილები და გადაჭრილები ვიყიდე ცოტა იაფად და დავმალე ისე ცავდე მეზობლებმა არ დაინახოს, მთლიანებს 3 კილოს როგორ ვიყიდდი?
-არ ყიდულობს ხალი არ გამოდის, ძვირიაო იძახიან და გარბიან, მიჩვეულები რომ არიან იაფად ყიდულობდნენ ვაშლს, ვაშინგტონს ახლა გაძვირდა. 2 ლარია ვაშლი ტან როგორია ამაში როგორ უნდა მიცეს ორი ლარი, მაგრამ მე ხო ვიყიდე 1ლარად და 70 თეთრად, რა ვქნა?
-ფული არ ტრიალებს ხალხში. ფული აქ პარლამენტარებს და და დიდი თანამდებობის ხალხს. ისინი აქ ხომ არ მოვლენ, იმთ სახლში მისდით და გაჭირვებული ადამიანი აქ მოდის, რომ 1-2 კილო რაღაცა იყიდოს, მაგრამ ვერ წვდებიან. ძვირი არ არის 3,50-და 4 ლარი ვაშინგტონში, ამ პერიოდში, მაგრამ ფული არ არის ხალხში, ხელფასები რომ აქვთ ცოტა მოიკლონ და ხალხს დახმარება მისცენ.იმათ შვილებსა და შვილიშვილებს უნდათ წამა და სხვას არ უნდა?!
-ვერაფერს ვერ გააკეთებ პენსია რაცა გვაქვს რას გვყოფნის წამალს არ ყოფნის. ერთ თავ წამალს არ ყოფნის.ფასებმა მოიმატა. ხომ ხედავ ბაზარში ვერ შეხვალ და ვერაფერს ვერ იყიდი. რაც ღირდა 50 თეთრი, 2,50 ლარზე მიიყვანეს და რა უნდა გააკეთის ადამიანმა, არაფერი.
-ეკონომიკაზე ძალიან ცუდად მოქმედებს. ეს ფასებზე აისახება. პროდუქტებზე ფასები გაორმაგებულია და მეტიც.
– ძვირია ჩვენთვისაც რომ ავიღოთ ტავარი და კლიენტისთვისაც ძვირია, არაა ქვს ფული ხალხს საერთოდ. ბუნკერშია ჩაცვენილი ხალხი და იქ უფრო იღებენ ვიდრე ჩვენგან ყიდულობენ. ჩემი შემოსავლის წყარო ესაა აქვ ვაჭრობა. 65 წლის ქალი ვზივარ და არაფერი არ არის ვაჭრობა.
-ნაგავში ეზებს ხალხი საჭმელს. ბუნკერიდან ამოაქვთ. რა უნდა ილაპარაკო სხვა რამეზე. მეტი რა უნდა იყოს ამაზე უარესი. ეს აროის სირცხვილი. ფიზიკურად არ დადის ხალხი. 2 კილო კიტრი მაქვს მტელი დღე გაყიდული, რა უნდავილაპარაკოთ, ყველა კითხულობს, მაგრამ ვერ ყიდულობს.