“პირველ რიგში, უნდა დაიჭირონ კლინიკის უფროსი ბარძიმაძე და მაისურაძე. დღეს რომ არაფერი იციან, როგორ არ იციან ამხელა კლინიკა აქვთ, ადამიანი მოუკვდათ და არ იციან? ქალბატონი ვიოლეტა რომ გამოდის და ამბობს, იქ არ ვყოფილვარო, აბა სად იყო? გამოძიება არასწორად მიდის, ამიტომ, სხვანაირად მოვიქცევი, როგორც საჭირო იქნება ისე გავაკეთებ. ბატონი გიორგი ხომ ამბობდა, ორ წუთში იქ ვიყავიო, დაგვიანებას ჰქონდა ადგილი, დღეს ის ჩვეულებრივ მუშაობს და უნდა, რომ აცრების გაკეთება დაიწყოს” – აცხადებს მეგო ბაქრაძის მეუღლე.