„რაც უფრო მოახლოვდება 15 მაისი, მით უფრო მოახლოვდება მესამე ტალღაც“, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, ნატო ჩხეიძემ ,,ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
,,პირველი, მეორე და მესამე ტალღაც დამოკიდებული იყო პოლიტიკურ პროცესებზე საქართველოში,“ – განაცხადა ჩხეიძემ.
შეგახსენებთ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კოვიდ-19 – ის გავრცელების, მესამე ტალღა დაიწყო.