მათი სიყვარულის ისტორიაც გადასაღებ მოედანზე დაიწყო. ამბობენ, რომ ისინი ჰოლივუდის გლამურულ წყვილის სტატუსს დღემდე ინარჩუნებენ.
19 წლის ლორენ ბეკოლი, სამოდელო კარიერის დასაწყისში იყო, როდესაც მასზე უფროსი 45 წლის, ჰამფრი ბოგარტი გაიცნო, მაშინ ლორენი მოდელობიდან გადასაღებ მოედანზე აღმოჩნდა და სწორედ იქ შეხვდა თავისი ცხოვრების სიყვარულს. 25-წლიანი ასაკობრივი განსხვავების მიუხედავად, მათ ერთმანეთი მოეწონათ და ურთიერთობა მეგობრობის სტატუს გასცდა, 1945 წლის 20 ივნისს ლორენისა და ჰამფრის მონაწილეობით ფილმის დებიუტი შედგა, ბოგატი მაშინ ცოლიანი
იყო და ფილმის პრემიერიდან მალევე ცოლს გაშორდა. 1945 წლის 21 მაისს ბოგატისა და ბეკოლის ფილმმა პირველი პრიზი მიიღო და მათი გზები კინო ინდუსტრიაში მჭიდროდ გადაიკვეთა.
უმშვენიერესი მოდელი ბოგატით დიდად არ ინტერესდებოდა, როდესაც ფილმ “კასაბლანკას” გადაღებაზე ლორენმა მომავალი მეუღლე დაინახა მისი იქ არსებობა არც შეიმჩნია და
თავისი მოვალეობის შესრულება განაგრძო. თუმცა ჰამფრის ბეკოლი პირველი დღიდან კარგად ახსოვდა.
“პირველად გადასაღებ მოედანზე ვნახე და ვიფიქრე, რომ უბრალოდ გიჟი იყო, თუმცა მომხიბვლელი” – იხსენებდა ჰამფრი.
გადასაღები მოედნიდან მალევე, ქალი თავის სამოდელო კარიერას დაუბრუნდა და დროებით მიივიწყა კინოსფერო, რამდენიმე წელში ჰამფრი კვლავ შეხვდა ლორენს და მაშინ მოდელმა იფიქრა რომ მასზე უფროსი, სიმპათიური მამაკაცი უბრალოდ ზრდილობიანი და მეგობრული კაცი იყო. ჰამფრი ლორენს კომფორტულად აგრძნობინებდა თავს, აცინებდა და კამერის წინ სითამამის მოკრებაში ეხმარებოდა. ფილმის “იყავი შენითავი” გადაღების შემდეგ ისინი მიხვდნენ, რომ ერთმანეთი ნამდვილად ძალიან მოსწონდათ.
“რაღაცებს მასწავლიდა, უეცრად ხელები დაუშვა და მაკოცა, ეს საქციელი იმპულსური და მოულოდნელი იყო. შემდეგ ჯიბიდან პატარა ფურცელი ამოიღო და მითხრა, რომ მასზე ჩემი ნომერი დამეწერა, არ ვიცი, მართლა არ ვიცი ეს რატომ გავაკეთე, ალბათ ვიფიქრე, რომ ეს ჩვენი სამსახიობო თამაშის ნაწილი იყო. ბოგატი გადასაღებ მოედანზე ქალებს არ უყურებდა, არ იყო ამ ტიპის ადამიანი, თან მაშინ მეუღლე ჰყავდა, რომელიც ხშრად სვამდა და ჰამფრისთან კამათობდა”, – იხსენებს ლორენი.
როდესაც დირექტორმა ჰოვარდ ჰოუკინსმა ლორენისა და ჰამფრის ფლირტის შესახებ გაიგო, მათი დაშორება სცადა, რადგან ჰამფრის კარიერისთვის ის პერიოდი გადამწყვეტი იყო და მას ახალგაზრდა ქალი იმ დროს გვერდით არ უნდა ჰყოლოდა.
წყვილის ახლად დაწყებულ ურთიერთობას არ ემხრობოდა არავინ, მათ შორის ლორენის დედა, რომელსაც მისი გოგოს ახალი შეყვარებული სასტიკად არ მოსწონდა.
გარშემომყოფების უარყოფითი დამოკიდებულებისა და აგორებული ჭორების მიუხედავად, ბოგარტი და ლორენი ერთად გადავიდნენ საცხოვრებლად და 46 წლის ასაკში ჰამფრისა პირველი ვაჟი სტივი შეეძინა. 1952 წლის 23 აგვისტოს, მათ მეორე შვილი გოგო, ლესლი შეემატათ. წყვილს ბედნიერ ოჯახთან ერთად, კარგი კარიერაც ჩამოუყალიბდათ, ამ პერიოდში ფილმების გადაღებები ერთმანეთს დაემთხვა და მათ რამდენიმე ფილმში ერთად მოუწიათ თამაში.
ჰოლივუდში ჭორები დადიოდა, რომ ამ ლამაზ ოჯახში ყველაფერი არც ისე იდეალურად იყო და ისინი ერთმანეთს ღალატობნდენ. ბოგატის საყვარელი მისი სტილისტი ვერიტა პერესონი იყო, ხოლო ლორენს ჭორების მიხედვით, ფრენკ სინატრასთან ჰქონდა რომანი. თუმცა ეს ამბავი მათ ურთიერთობას არ შეხებია და ხალხის ნაწილს სჯეროდა რომ ჰოლივუდურ ლამაზ სიყვარულში არავინ ერეოდა, მეორე ნაწილი კი ამ ჭორებს ეთანხმებოდა.
“არ მჯერა, რომ იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ჩვენ ერთად გამოვიარეთ, ოდესმე ვინმე შენსავით შემიყვარდება”, – წერდა ბოგარტი ლორენს სასიყვარულო წერილებში, მაშინ როდესაც მათ ურთიერთობა ახალი დაწყებული ჰქონდათ.
“ახლა მეშინია, რომ ოდესმე შენ დაგკარგავ და თუ ეს მოხდება, გამიჭირდება დაგივიწყო”, – წერდა ლორენი ბოგარტს.
1957 წელს მოულოდნელად ბოგარტს საყლაპავის სიმსივნე დაუდგინეს და მსახიობი მალევე გარდაიცვალა. რამდენიმე წელში ბეკოლი სინატრაზე დაინიშნა, თუმცა მხოლოდ მცირე დრო იცხოვრა მომღერალთან და გაშორდა. 1961 წელს მოდელი მსახიობ ჯეისონ რობართს გაჰყვა ცოლად, თუმცა ხალხისთვის ის მაინც, ბოგარტის ქვრივად დარჩა.
“ვერავინ დაწერს ისეთ კარგ რომანს, როგორიც ჩვენ ცხოვრებაზე დაიწერება” – წერდა ლორენი ბოგარტზე თავის მემუარებში.
2014 წლის 12 აგვისტოს მსახიობიც გარდაიცვალა, რამდენიმე პარტნიორის მიუხედავად, ის მაინც პირველი სიყვარულის, ბოგარტის გვერდით დაკრძალეს.(წყარო)