“ერთი კვირა კი არა, შეიძლება 1 თვე ვდიოთ, ან მეტი, ან ნაკლები, ეგ პრობლემა არ არის არანაირი. გვაცადეთ, თქვენი ტელევიზია თუ გვაცდის, ნამდვილად დავაკავებთ”, – განუცხადა მთავარს შს მინისტრმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 26 ოქტომბერს დაადასტურა, რომ 31 წლის ბადრი ესებუაა თავდამსხმელი, რომელიც ზუგდიდში საქართველოს ბანკის ფილიალს თავს შეიარაღებულად დაესხა, მძევლები აიყვანა, მოლაპარაკებების შემდეგ კი 500 000 აშშ დოლარი გაიტაცა და მიიმალა. გამოძიება ტერორიზმის მუხლით მიმდინარეობს.