“გავრილოვის საქმეზე ამნისტია  პირველ რიგში  გახარიას სჭირდება, რადგან ბევრ კითხვაზეა პასუხი გასაცემი”

“გავრილოვის საქმეზე ამნისტია  პირველ რიგში  გახარიას სჭირდება, რადგან ბევრ კითხვაზეა პასუხი გასაცემი. სხვას არავის სჭირდება ამნისტია, მითუმეტეს ნიკა მელიას, ის ღირსებისთვის იბრძვის,“-განაცხადა „ტრიბუნას” ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ  “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, დაგვიანებულია ხელმოწერა ახლა რამდენჯერაც უნდა იმდენჯერ მოაწერონ ხელი.

„გავრილოვის საქმეზე ამნისტია არავის სჭირდება, მითუმეტეს ნიკა მელიას, ის ღირსებისთვის იბრძვის! ეს ამნისტია პირველ რიგში  გახარიას სჭირდება, რადგან ბევრ კითხვაზეა პასუხი გასაცემი, მათ შორის პირველი ვინ გასცა სროლის ბრძანება?! ასე რომ, „ოცნების“ ინიციატივა დაგვიანებულია და რამდენჯერაც უნდათ იმდენჯერ მოაწერონ ახლა ხელი!ხოლო  ოპოზიცია  თუ პარლამენტში შევა, თავს ხაფანგში გაყოფს, რადგან იქიდან სწორედ გახარია გამოყრის თან ისე, რომ გმირიც გახდება” –განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share