ვის და რატომ უხდიდნენ მადლობას ქაქუთსა და ჭანიეთში 1899 წელს

ბ-ნო რედაქტორო! უმორჩილესად გთხოვთ, თქვენი პატივცემულ გაზეთ „ცნობის ფურცელი“ საშუალებით უგულითადესი მადლობა გამოვუცხადო, როგორც ჩემი მხრიდან ისე მცხოვრებთაგან სოფლების ქაქუთისა და ჭანიეთისა მზრუნველს რწმუნებულ ჩემდამი ქაქუთის სამრევლო სკოლისა დიმიტრი გიორგის ძე ქავთარაძეს და არჯევან გიორგის ძე, ლუკა ბეჟანის ძე და მიხეილ და ომან ანტონის ძე ქავთარაძეებს, რომლებმაც კეთილ ინებეს და უფასოდ დაუთმეს ზემოხსენებულ სკოლას, შენობის ასაგებათ და საბაღეთ სამი ქცევა მათდამი კუთვნილი მიწა, აგრეთვე დიდ მადლობას ვსწირავთ ლიხაურის საზოგადოების მამასახლისს ფარნაოზ  ურუშაძეს, რომელმაც მხურვალე მეცადინეობა გამოიჩნა ამა სკოლის ახალი შენობის აგებაზე და ამ სკოლაზე მისასვლელ გზების გაკეთებაზე და ვუსურვებ ამ უკანასკნელს, რომ კვლავაც არ დაეშურებინოს თავისი კეთილი ღვაწლი ასეთ საზოგადო კეთილ საქმეებში.

 

მასწავლებელი რაჟდენ კონტრიძე

გაზეთი „ცნობის ფურცელი“ 1899 წლის 14 იანვარი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share