ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციური პარტიების მიერ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას ეხმაურება და “ტვიტერზე” ქვეყნისადმი მხარდამჭერ პოსტს საქვეყნებს.
“მივესალმებით საქართველოში მიღწეულ პოლიტიკურ კონსენსუსს! ევროკავშირისა და აშშ-ის ერთობლივი მედიაციის ძალისხმევა ნაყოფიერი აღმოჩნდა. ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებსა და დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებას!”.