გერმანიის ელჩი: მოხარული ვარ კომპრომისის გამო

მოხარული ვარ კომპრომისის გამო, რომლისთვისაც ელჩი კელი დეგნანი და ელჩი კარლ ჰარცელი ასე დაჟინებით იღწვოდნენ, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის განცხადებაში, რომელიც საელჩოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.

„ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულმა გეგმამ ფართო თანხმობა ჰპოვა პოლიტიკურ ძალებს შორის. მოხარული ვარ ამ კომპრომისის გამო, რომლისთვისაც ქალბატონი ელჩი კელი დეგნანი და ბატონი ელჩი კარლ ჰარცელი ასე დაჟინებით იღწვოდნენ.

შეთანხმებული ნაბიჯების განხორციელება ახლა მოითხოვს ახალ სულისკვეთებას პოლიტიკაში, ერთობლივი წარმატებისთვის მუშაობის სულისკვეთებას“, – აცხადებს ჰუბერტ ქნირში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share