ხელისუფლების და ოპოზიციის შეთთანხმების შემდეგ მმართველ პარტიას დასავალეთიდან ნაკისრი ვალდებულელების დროული შესრულებისკენ მოუწოდებენ. ევროპარლამენტარები ამბობენ, რომ თუ დოკუემნტით გათვალისწინებული რომელიმე პუნქტი არ შესრულდება, ეს მათში იმედგაცრუებას აგმოიწვევს.
ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ყურადღებას ნიკა მელიას გათავისუფლებაზე ამახვილებს და იმედს გამოთქვამს, რომ მისი ციხიდან გამოშვება მოკლე დროში მოხდება.
ყველაფერი დამოკიდებულია შემდეგ კვირეებში როგორ განხორციელდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულება. პირველ რიგში, საუბარია ნიკა მელიას გათავისუფლებაზე ციხიდან. ვიმედოვნებ, ეს გაკეთდება უახლოეს მომავალში. ჩვენი პასუხისმგებლობაა ასევე, ქართული დემოკრატიის მართებული ფუნქციონირება ამისათვის პარლამენტის სრულყოფილი სამიქნობაა აუცილებელი, რადგან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, სწორედ პარლამენტში მიიღება, – აცხადებს ანდრიუს კუბილიუსი.