ოზურგეთში სამი დღით გაუჩინარებული გოგონა მარიამ ბურჭულაძე, რომელიც უცნობმა პირმა თბილისში იპოვა და პოლიციას გადასცა, საკუთარ სახლში დაბრუნებაზე უარს აცხადებ.
როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, გოგონა სახელმწიფო მეთვალყურეობის ქვეს იმყოფება და ამ დროისთვის მიმღებ ოჯახშია.
ასევე, ოზურგეთში დაკარგული გოგონას საქმეში ახალი გარემოებები ხდება ცნობილი. სამართალდამცავები ამ წუთებში მარიამ ბურჭულაძის მამას კითხავენ. შესაძლოა მუხლი გადაკვალიფიცირდეს იმ მიზნით, რომ გოგონამ შესაძლოა მამის მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე ისაუბრა.
ცნობილი ხდება, რომ გოგონას მიერ მიცემულ ჩვენებაში საუბარია მამის მხრიდან ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაზე.
არ არის გამორიცხული მამის დაკავებაც.
გოგონა საუბრობს, რომ მას მამამ მობილური ტელეფონიც კი დაუმტვრია.ამას უარყოფს მარიამის დედა და ბიძა, რომლებიც გამორიცხავენ რაიმე ტიპის ძალაფობას, თუმცა მარიამს ტელეფონი რომ არ ჰქონდა ბოლო დროს, ამაზე დედა საუბრობს.
“გამორიცხულია ძალადობა. მამა_შვილს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. სულ ეკითხებოდა, მარი რა გინდა, რა გავაკეთო”? – ამბობს მარიამის დედა.
“არა მგონია რომ დააკავონ. შეიძლება ბავშვს რაღაც ემოციური მდგომარეობა აქვს ახლა, თუმცა ძალადობას გამოვრიცხავ” – აცხადებს ბიძა.
უფრო მეტი დეტალი საქმესთან დაკავშირებით მას შემდეგ გახდება ცნობილი, როცა მამის დაკითხვა დასრულდება.
ფოტო გადაღებულია იმ პირის ოჯახსი, ვინც მარიამი იპოვა.