საქართველოს რაიონებისა და თბილისის უბნების უმეტესობას ელექტროენერგია არ მიეწოდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ელექტროენერგია არ მიეწოდება ზუგდიდის, ბათუმის, სამტრედიის, ქუთაისის, გორის მოსახლეობას, ასევე გურიის რეგიონს.
თბილისში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა დიდი დიღმის, საბურთალოს, ისნის, თემქისა და მუხიანის მაცხოვრებლებს.
ენერგოსისტემა განმარტავს, რომ საქართველოსა და თურქეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელი 400კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი “მესხეთი” გამოირთო, რის გამოც შეწყდა თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი. მათივე ცნობით, ამის შედეგად, ენერგომომარაგება შეეზღუდა ქვეყნის უმეტეს ნაწილს.
“ამ ეტაპზე მიმდინარეობს მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის აღდგენა”, – აცხადებენ სახელმწიფო ელექტროსისტემაში.