ვინ იყო ქალი, რომელმაც 55 წლის წინ პირველად აღმოაჩინა კორონა ვირუსი და რატომ დაარქვეს მას “კორონა”

imageჯუნ ალ­მე­ი­და – ეს არის ქალი, რო­მელ­მაც პირ­ველ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა კო­რო­ნა­ვირუ­სი ადა­მი­ან­ში. ის შოტ­ლან­დი­ე­ლი ავ­ტო­ბუ­სის მძღო­ლის შვი­ლი იყო და სკო­ლა­ში სწავ­ლა 16 წლის ასაკ­ში მი­ა­ტო­ვა. ალ­მე­ი­დას შე­სა­ხებ BBC წერს.
ჯუნ ალ­მე­ი­და არის კო­რო­ნა­ვირუ­სის აღ­მომ­ჩე­ნი და პი­ო­ნე­რი ამ თვალ­საზ­რი­სით. თუმ­ცა, მის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე ყუ­რა­დღე­ბა მხო­ლოდ ახლა, მას შემ­დეგ გა­მახ­ვილ­და, რაც მსოფ­ლი­ო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მი COVID-19 გავ­რცელ­და.
COVID-19 ახა­ლი და­ა­ვა­დე­ბაა, მაგ­რამ მისი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი კო­რო­ნა­ვირუ­სია, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად 1964 წელს სწო­რედ ექიმ­მა ალ­მე­ი­დამ ლონ­დონ­ში, წმინ­და ტო­მა­სის სა­ა­ვად­მყო­ფოს ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა.

რა ვი­ცით ჯეინ ალ­მე­ი­დას შე­სა­ხებ?

ვირუ­სო­ლო­გი 1930 წელს და­ი­ბა­და და გლაზ­გოს ჩრდი­ლო აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში გა­ი­ზარ­და. 16 წლის ასაკ­ში სკო­ლა­ში სწავ­ლას თავი და­ა­ნე­ბა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო გლაზ­გოს ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში, ჰის­ტო­პა­თო­ლო­გი­ის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში, სა­დაც პრაქ­ტი­კუ­ლი ცოდ­ნა მი­ი­ღო, რის შემ­დე­გაც, ის ლონ­დონ­ში გა­და­ვი­და და გა­აგ­რძე­ლა სწავ­ლა-კა­რი­ე­რა.
1954 წელს ქალი ვე­ნე­სუ­ე­ლელ ხე­ლო­ვან­ზე, ენ­რი­კეს ალ­მე­ი­და­ზე და­ქორ­წინ­და. მალე წყვი­ლი თა­ვი­ანთ ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად კა­ნა­და­ში, ტო­რონ­ტო­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, ამის შე­სა­ხებ მე­დი­კო­სე­ბის მოღ­ვა­წე­ო­ბის აღ­მწე­რე­ლი, მწე­რა­ლი ჯორჯ ვინ­თე­რი წერს. ის აღ­ნიშ­ნავს, რომ ალ­მე­ი­დამ ონ­ტა­რი­ოს კი­ბოს კვლე­ვის ინ­სტი­ტუ­ტში თა­ვი­სი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უნა­რე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნა.
ვირუ­სო­ლოგ­მა პირ­ველ­მა გა­მო­ი­ყე­ნა მე­თო­დი, რომ­ლი­თაც მკვლე­ვა­რებს ვირუ­სე­ბის ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცი­ის უკე­თე­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცათ. მალე ალ­მე­ი­დას ნიჭი დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში აღი­ა­რეს და კვლე­ვი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის 1964 წელს უკან და­აბ­რუ­ნეს.

რო­გორ აღ­მო­ა­ჩი­ნა ალ­მე­ი­დამ კო­რო­ნა­ვირუ­სი.

ქალ­მა ლონ­დონ­ში წმინ­და ტო­მა­სის სა­ხე­ლო­ბის სა­მე­დი­ცი­ნო სკო­ლა­ში და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა (აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სწო­რედ აქ მკურ­ნა­ლობ­დნენ კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ დიდ ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერს, ბო­რის ჯონ­სონს).
ლონ­დონ­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ წარ­მა­ტე­ბუ­ლი კო­ლა­ბო­რა­ცია შედ­გა ექიმ ალ­მე­ი­და­სა და ექიმ დე­ვიდ ტი­რელს შო­რის. ტი­რე­ლი ამ პე­რი­ოდ­ში ატა­რებ­და კვლე­ვებს გრი­პის ვირუს­თან და ჩვე­უ­ლებ­რივ გა­ცი­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მის კვლე­ვა­ში ჩარ­თულ­ნი იყ­ვნენ მო­ხა­ლი­სე­ე­ბი და ცხვი­რის გა­მო­რე­ცხვის მე­თო­დით სწავ­ლობ­დნენ სხვა­დას­ხვა ვირუ­სებს. ტი­რე­ლის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა იმ ვირუ­სის დად­გე­ნა, რო­მე­ლიც შემ­დეგ B814-ის სა­ხე­ლით გახ­და ცნო­ბი­ლი.
ექიმ­მა ტი­რელ­მა მო­ხა­ლი­სე­თა ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლა ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ალ­მე­ი­დას გა­უგ­ზავ­ნა. ამ უკა­ნას­კნელ­მა აღ­წე­რა გრი­პის ვირუ­სე­ბი, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად, აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ მი­ღე­ბულ ნი­მუ­შებს შო­რის, ერთი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვირუ­სი იყო.
რო­გორც BBC წერს, სწო­რედ ეს იყო კო­რო­ნა­ვირუ­სის ადა­მი­ან­ში გა­მოვ­ლე­ნის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა. მწე­რა­ლი ვინ­თე­რი ამ­ბობს, რომ ექიმ ალ­მე­ი­დას ად­რეც უნა­ხავს მსგავ­სი რამ, თაგ­ვის ჰე­პა­ტი­ტი­სა და ქათ­მის ინ­ფექ­ცი­უ­რი ბრონ­ქი­ტის კვლე­ვის დროს, თუმ­ცა ადა­მი­ან­ში ეს პირ­ვე­ლი გა­მოვ­ლე­ნა იყო. ეს ყვე­ლა­ფე­რი 1964 წელს მოხ­და.

ვინ და რა­ტომ და­არ­ქვა ვირუსს კო­რო­ნა­ვირუ­სი?

მწე­რა­ლი ვინ­თე­რი ამ­ბობს, რომ სა­ხე­ლი “კო­რო­ნა­ვირუ­სი“ ვირუსს პრო­ფე­სორ­მა ტონი უო­ტერ­სონ­მა და­არ­ქვა იმის გამო, რომ მის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას გვირ­გვი­ნის ფორ­მა ჰქონ­და. ექი­მი უო­ტერ­სო­ნიც წმინ­და ტო­მა­სის სა­მე­დი­ცი­ნო სკო­ლა­ში მუ­შა­ობ­და.
რაც შე­ე­ხე­ბა ექიმ ალ­მე­ი­დას, მან მოგ­ვი­ა­ნე­ბით მუ­შა­ო­ბა ლონ­დო­ნის სა­მე­დი­ცი­ნო სკო­ლა­ში გა­აგ­რძე­ლა, სა­დაც დოქ­ტო­რის ხა­რის­ხი მი­ი­ღო.1980 წლის­თვის მას უკვე ვირუ­სო­ლო­გი­ა­ში მრჩევ­ლის სტა­ტუ­სი ჰქონ­და. ის და­ეხ­მა­რა მე­დი­კო­სებს HIV ინ­ფექ­ცი­ის კვლე­ვა­ში. ჯუნ ალ­მე­ი­და 2007 წელს, 77 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

http://intermedia.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share