ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლის განხორციელება პოლიტიკური მხარეების მიერ ხელმოწერილი შეთანხმების ნაწილია, თუ ვინმე ზიანდება, ეს შეთანხმების დოკუმენტზე ხელმომწერები არიან.
“ეს არის ხაფანგი, რომელიც შეთანხმებით ხელისუფლებამ დააგო. რაც არ უნდა ითქვას, ახლა რომ ეგ ინიციატორებმა ჩაწერეს, ბუნებრივია, შესაძლებელი იყო, რომ ეს ასე არ მომხდარიყო. ხელისუფლების დაგებული ხაფანგია და პირველ რიგში, ეს ხაფანგი დაუგეს დოკუმენტზე ხელმომწერებს, რომ მოხდეს მათი დისკრედიტაცია.
[…] ეს ყველაფერი ხომ ჩემთვის კეთდება, ხომ ასე საუბრობენ?! მე ამით ჩრდილი არ მადგება ხალხო, არავითარ შემთხვევაში. ახლა ვინმე თუ ზიანდება, ზიანდება ის ხალხი, ვინც ხელი მოაწერა დოკუმენტს. […] შეურაცხყოფილად თავს რატო ვგრძნობ იცით?! ვგრძნობ თავს იმიტომ, რომ ვიღაცა მოძალადეები უნდა იყვნენ პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებული. ეს არის ჩემთვის შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი. ვდარდობ, ვდარდობ იმიტომ, რომ მენანება ყველა ჩემი კოლეგა, რომელმაც ამაში შეიძლება ამაში მონაწილეობა მიიღოს იმიტომ, რომ ვიცი, რა რისხვა დაგვატყდება თავს საზოგადოების მხრიდან”. – თქვა მელიამ მთავარ არხთან სატელეფონო ინტერვიუში.