ვულოცავ ზურაბ დათუნაშვილს გამარჯვებას. დაახლოებით მაინც ვიცი რას გრძნობდა სერბეთის ჰიმნის მოსმენისას, რომლითაც მისი გამარჯვება აღნიშნა ევროპამ.
სიმბოლური პიროვნებაა ეს კაცი. სამშობლოში დამცირებული, შეურაცხყოფილი, თავისი ნებით გარიდებული, რადგან “საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს, კარგისა მამაცისაგან”; გაბრაზებული, მაგრამ არა დაბოღმილი, ამიტომ ჯანმრთელად მოტივირებული.
ზურაბ დათუნაშვილი პასუხია სულელურ ყვედრებაზე : – ჩამოდი და აქ ემსახურე შენს სამშობლოს -. საქართველოში იყო დათუნაშვილი, მაგარი კაცი, მაგრამ …
“საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს, კარგისა მამაცისაგან”.
სიხარულის და სევდის, სიამაყის და დათრგუნულობის, მაგრამ არა ნიშნისმოგების გემო აქვს ასეთ გამარჯვებას.
და რა არის სამშობლო? სამშობლო ის ხალხია, რომელმაც წასვლა გაიძულა, თუ ისინი, ვისაც შენი გამარჯვება ისევ გაუხარდა, მაგრამ ვერ დაგიცვა? ორივე ერთად?
ეტყობა მაინც მთები და ველებია სამშობლო; ნაცნობი მთები და ველები …
გილოცავ ზურაბ დათუნაშვილო! გამარჯვებით გევლოს!
წერს სოციალურ ქსელში, ამერიკაში მოღვაწეექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული.