შმაგი ბოლქვაძე ევროპის ჩემპიონია

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ოქროს დღე საქართველოს დელაგაციისთვის გათენდა. ბერძნულ-რომაული სტილით 72 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე შამგი ბოლქვაძემ ფინალში სომეხი მალხაზ ამოიანი 4:1 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

ოქროსკენ მიმავალ გზას ქართველი ფალავანი შვედ დანიელ მატიას სოინთან (4:0) მოგებით შეუყვა. შემდეგ რუსი ჩინგიზ ლაბაზანოვი (2:0) დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში უნგრელ რობერტ ატილა ფრიტს (3:1) სძლია.

 

გეტყვით იმასაც, რომ დღესვე ბრინჯაოს მოპოვების შანსი აქვს 82 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე აივენჰო რიკაძეს.

https://cnews.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share