“ხალხის უნდობლობა გამოწვეული იყო იმით, რომ მათ არ ჰქონდათ გეგმა, არ ჰქონდათ ერთმანეთის ნდობა. ვერ გაიგო ხალხმა, რა უნდოდათ მათ, ან რა მოლოდინები უნდა ჰქონოდათ მათგან. იმედია, ამ ამნისტიის პროექტს არ გადაყვებიან. მაგრამ, მოხდა ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ ატარა ესენი მის ჭკუაზე.
ის აღარ უნდა გააკეთონ ახლა კიდევ ამ ოპოზიციურმა პარტიებმა, რასაც აქამდე 9 წლის განმავლობაში აკეთებდნენ- მიშას მოტეხვა და იგნორირება. ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი. დავიღალე ამ საბავშვო ბაღით. 9 წელია ოპოზიცია ცდილობს მიშას მოტეხვას. მოტეხეს? თვითონ მოიტეხეს კისერი. ვინ ეკითხება ამათ, მიშა ჩამოვა თუ არ ჩამოვა. ყველას აქვს შიში და რიდი სააკაშვილის. ამ ქვეყანაში თურმე ყველა ანგელოზია და სააკაშვილის დაქცეულია ეს ქვეყანა. კიდე 4 წელი მიიღებთ ბიძინას.
ვინც ოპოზიციაში ამბობს, არ მაინტერესებს სააკაშვილი რას იზამსო, ყველა ცრუობს და ფარისევლობს. არ აინტერესებთ კი არა, ესიზმრებათ. თავის ბიძინიანად ყველას ეშინია სააკაშვილის.
რაც უნდა გადაატრიალონ და გადმოატრიალონ, ამ ქვეყანაში ხალხის 80%-ი მხარს უჭერს ორ ადამიანს- მიხეილ სააკაშვილს და ბიძინა ივანიშვილს.-განაცხადა გუბაზ სანიკიძემ ტვ “კავკასიას” ეთერში.