გელათის მონასტერში, ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ერთ-ერთ კედელზე მზის საათია ჩატანებული. ეთნოგრაფი, მკვლევარი გიორგი გიგაური გვიყვება, რომ საქართველოში რამდენიმე ადგილასაა შემორჩენილი ასეთი კედლის მზის საათები, მაგალითად – ანანურში, გელათში… მისი თქმით, ამას ძველთაგან “ცის მზომელობა” ეწოდებოდა…
გიორგი გიგაურის სტატია – “არქეოასტრონომია” აშშ-ში 2014 წელს გამოცემულ წიგნში – Handbook of Archaeoastronomy and Ethnoastronomy (არქეოასტრონომიისა და ეთნოასტრონომიის სამაგიდო წიგნი) დაიბეჭდა. სტატიაში მზის საათებზე და უძველესი ქართველების წეს-ჩვეულებებზე უმნიშვნელოვანესი და ექსკლუზიური ინფორმაციებია მოცემული.
“აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, ციხე-კოშკებში და ზოგიერთ საცხოვრებელ სახლის ფასადზე შემორჩენილია ჰორიზონტალური “მზის საათის“ მსგავსი ქვები. ერთ-ერთი ასეთი “მზის საათი“ დავაფიქსირეთ თუშეთის სოფელ ინდურთას ერთ-ერთ სახლის ფასადზე. გრძელი ქვა, რომელიც ჰორიზონტალურად გამოდის (60 სმ.) სამხრეთის კედლიდან, მიწის ზედაპირიდან 2.80 სანტიმეტრზეა. ქვის წვერზე სიმბოლოც არის ამოჭრილი…
სნო, სპასთანგელოსის სალოცავის ნიში და “მზის ბუდე”
“ოლნიუსი”