პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან გადამდგარი არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.
მას მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ იყო.
თალაკვაძემ თანამდებობა 24 აპრილს დატოვა, ამ პოსტზე კი მმართველმა გუნდმა კახა კუჭავა შეარჩია.