document.body.remove()
გურიის მოამბე

რუსეთის მთავრობამ წიწიბურას საზღვარგარეთ ექსპორტი დროებით აკრძალა

რუსეთის მთავრობამ წიწიბურა შიდა ბაზრისთვის აუცილებელი პროდუქტების ჩამონათვალში დაამატა და მისი საზღვარგარეთ ექსპორტი დროებით აკრძალა.

მთავრობის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ აკრძალვა 2021 წლის 5 ივნისიდან ამოქმედდება და ძალაში 31 აგვისტომდე დარჩება.

დოკუმენტის თანახმად, გამონაკლისის დაშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ წიწიბურა ჰუმანიტარული დახმარების ნაწილია.

„როსტატის“ მონაცემებით, წლის დასაწყისიდან წიწიბურაზე ფასი 4,4% -ით, აპრილის დასაწყისიდან კი – 2,2% -ით გაიზარდა. ამასთან, 2021 წლის იანვარ-მარტში გასულ წელთან შედარებით რუსეთში წიწიბურას ფასი 39%-ით გაიზარდა და ამჟამად 1 ტონა 571.2 აშშ დოლარი ღირს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights