“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მამა, ანზორ მელია “ტვ პირველთან” ამბობს, რომ ნიკა მელია ამნისტიით გამოსვლას არ დათანხმდება.
ნიკა ამნისტიით გამოსვლას არ დათანხმდება. მეც, როგორც მშობელი ვამბობ, რომ ჯობია, ციხეში იჯდეს და მოიხადოს ის სასჯელი, რასაც ეს კაცთმოძულე მთავრობა მიუსჯის. ეს მთავრობა, გაჩაჩანაკებულ ნიკა მელიას ვერ ნახავს. ის ვაჟკაცია.
ამ მთავრობას რუსეთის იმედი აქვს, მაგრამ ნიკა მელიას ციხეში ყოფნის ყოველი დღე მათი დასასრულია. ოცნებამ კარგად იცის, რომ ციხეში ვაია, გამოვა და ვიუ, ამიტომ ყველაფერს კადრულობენ”- უთხრა “ტვ პირველს” ანზორ მელია.
შეგახსენებთ, “ქართული ოცნება” მელიასგან ისევ ბრალის აღიარებას ითხოვს. ხელისუფლების მიერ ინიცირებული ამნისტიის კანონში მმართველმა პარტიამ ეს მოთხოვნა პირდაპირ ჩაწერა. ამნისტიის აქტს ბრალდებულის თანხმობა არასდროს სჭირდება.