გია გოგუაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურის საჯარო სკოლის მასწავლებელმა, თეონა აროშიძემ მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში, ინგლისურ ენაში შიდა დაკვირვების გაკვეთილი ჩაატარა. გაკვეთილი მე-6 კლასში, რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდა და მისი თემა „American Dream“ იყო. პედაგოგმა მოსწავლეებს საინტერესო აქტივობები შესთავაზა. საგაკვეთილო პროცესს ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდამჭერი ჯგუფი ესწრებოდა.
წყარო: ეტალონი