“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის შეფასებით, ლევან ვასაძის პოლიტიკური განაცხადი იმის დასტურია, რომ რუსეთი საქართველოში პოლიტიკურ საყრდენებს ეძებს.
ვასაძე არის რუსული პლატფორმა, კრემლის პლატფორმა, მისი მხრიდან ძალადობა კარგად გვახსოვს. ეს პირველი და უკანასკნელი არ არის, როცა რუსეთი პატარ-პატარა საყრდენებს ეძებს საქართველოში. დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი ვასაძის ამ რაღაც არასერიოზულ განცხადებას კონკრეტულად აღიქვამს ჩვენი საზოგადოება” – ამბობს ხატია დეკანოიძე.
შეგახსენებთ, რომ ლევან ვასაძემ პოლიტიკური განაცხადი დღეს გააკეთა. მან პოლიტიკაში მოსვლა დაანონსა და მოძრაობა “ერი” დააფუძნა.