ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის შედეგებს პოლიტიკური გამოხმაურებები უკვე მოჰყვა. ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, კვლევა რეალობას არ ასახავს და ამბობს, რომ მოქალაქეები ტელეფონით საკუთარი რეალური დამოკიდებულების გამოხატვას ერიდებიან.
“ადამიანების უმრავლესობა და განსაკუთრებით, ვინც არის ოპოზიციურად განწყობილი, ერიდება საკუთარი მოსაზრების ღიად დაფიქსირებას სატელეფონო საუბრისას, ქვეყანაში, რომელიც არ არის თავისუფალი და სადაც რეპრესიებისთვის იყენებს ბიძინა ივანიშვილი სპეცსამსახურებს, მათ შორის, სუსს. ეს აისახა იმაში, რომ ასეთი დიდია რაოდენობა ადამიანებისა, ვინც უარს აცხადებს პასუხზე ან ამბობს, რომ არც ერთ პარტიასთან ახლო მდგომი არ არის,“ – აცხადებს თინა ბოკუჩავა.