ქართული ოცნების დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა ისაუბრა,რომ ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა. მათივე ცნობით, გირაოსთვის თანხა ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის გამოყო, ხოლო ხელისუფლებას 40 000 ლარი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გადასცა: :ევროკავშირმა გირაოს გადახდით დაადასტურა, რომ მელიას მიმართ სამართლებრივი საქმე იყო სწორი და სამართლიანი და მას არ აღიქვამს როგორც პოლიტპატიმარს, ასევე ვფიქრობ საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესოა და მრავლისმთქმელია, რომ მიუხედავად ამისა, ნაციონალური მოძრაობა და მათთან აფილირებული პარტიები განაგრძობენ ევროკავშირის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებას და შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთება”.