ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საშინაო პოლიტიკასა და უსაფრთხოების საკითხებში – ჟოზეპ ბორელი რუსეთის გარშემო განვითარებულ მოვლენებს პესიმისტურად აფასებს.
“ჩვენ განვიხილავთ რუსეთში მიმდინარე სიტუაციას, რომელიც არ უმჯობესდება,” – განაცხადა ბორელმა, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის დაწყების წინ ბრიუსელში, სადაც რუსეთის თემა ერთ ერთ საკითხად განიხილება.