ნიკა მელია თავისუფალია – თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაოს მოთხოვნის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ოპოზიციის ლიდერი დარბაზიდან გაათავისუფლა.
დღევანდელ პროცესს თავად მელია არ ესწრებოდა, რადგან ის მოსამართლის გადაწყვეტილებით სასამართლო სხდომებიდან გაძევებულია.
ნიკა მელიას გირაო – 40 000 ლარი ევროკავშირმა 8 მაისს ჩარიცხა, პროკურატურამ კი აღკვეთის შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს გუშინ, 9 მაისს მიმართა.