“ჯერ ჩემი სიკვდილი მოუწევთ და მერე ჰესის აშენება, განადგურება უნდათ ისტორიული ხეობის. ნახეთ მაგათი გაკეთებული ჰესები, რა სარგებლობს მოუტანა ქვეყანას? ესენი მარტო ფულს გათეთრებისთვის იბრძვიან. აქ კალმახია, განსაკუთრებული ჯიშის ხეები და ეს უნდა აჩეხონ. არ დავუშვებთ ამას”-აცხადებს გურიის მოამბესთან” ადგილობრივი, სურების საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი, ზურაბ დარსალია.
“რა ხდება და ფულის გათეთრებისთვის იბრძვიან. მაგათი აშენებული ჰესები მოიკითხეთ, რომელია გამართული და რომელმა მოუტანა ქვეყანას სიკეთე? ეს არის ისტორიული ხეობა, არის კალმახი, წითელ წიგნში შეტანილი ხეები, განსაკუთრებული ჯიშის წაბლი და მუხა და ამათ უნდათ ახლა 4 კილომეტრზე გაჩეხობ ეს ხეები, დააშრონ მდინარე და ფაქტობრივად მოსახლეობა გააქციონ აქედან. მე ზაზა ბაკურაძეს, რომელიც აპირებს ამ ჰესების აშენებას, პირადად მივწერე, ავუხსენი, თუ რამდენად სერიოზული პრობლემა ექმნება ადგილობრივებსაც და ამ ხეობასაც მათი გეგემების გამო მაგრამ საერთოდ არ მიპასუხა. გამობრძანდა მერე ტვ “იმედით” და იქედან იშვერდა ხელს ჩვენსკენ, ეს ხალხი ანგრევს ქვეყნის ეკონომიკასო. თვითონ რომ მთელი სურების დანგრევას გეგმავს ამაზე არ უსაუბრია. 15 ოჯახი დავაბრუნეთ აქ სურების ხეობაში და კიდე რამდენი უნდა დაბრუნებულიყო, ისედაც მაღალია მიგრაცია, მაგრამ ეს ხომ არ ადარდებთ მაგათ? გზა ვერ გავაკეთებინეთ აქ. ადამიანი ცუდად რომ გახდეს, სასწრაფო ვერ მოახერხებს ამოსვლას. 400 კაცი მყავს გვერდით, სადაც საჭირო იქნება იქ ჩავატარებთ აქციებს და მაინც არ მივცემთ არავის შესაძლებლობას ეს ხეობა დაანგრიონ. 4-5 კაცი ნახეს ახლა აქ და ცდილობენ ესენი დაგვიპირისპირონ, ხან შხამქიმიკატები მოუტანეს საჩუქრად, ხან ფქვილი, სასუქი…იმდენ პროვოკაციაზე მოდიან…მე ვუთხარი ამ ზაზას, ჯერ მე უნდა მომკლათ და მერე აშენდება ჰესი-მეთქი. ეს მდინარე ისედაც წლების განმავლობაში იკლებს და ახლა უნდათ სულ გააქრონ. ამათ ფულის შოვნის მეტი არაფერი არ უნდათ. ესაა მათი მამოძრავებელი ძალა და არა ის, იზრუნონ ხალხი როგორ დააბრუნონ სოფლებში, როგორ მოაწყონ ინფრასტრუქტურა და ხელი შეუწყონ სოფლებს, არ დაიცალოს მოსახლეობისგან. გზას არ გვიგებენ, ძვირი ჯდებაო და რა უნდა ველაპარაკოთ ასეთ ხალხს? ჩვენ ვიცით მხოლოდ ის, რომ აქ ამ მდინარეებზე ჰესები არ აშენდება. თან ერთს კი არ აშენებენ 4 არის გეგმაში. ერთი შუა სურებში, მეორე დიდდივანში, გუბაზეულზე და ბუკისციხეში. აქაურები ამბობენ, რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ დავიცავთ ჩვენს ხეობასო და ეს ასეც იქნება”-აღნიშნა “გურიის მოამბესთან” ზურაბ დარსალიამ.