ლადო აფხაზავა მსოფლიოს საუკეთესო პედაგოგთა ახალი კონკურსის ათეულშია

ტვ “პირველის” ექსკლუზიური ინფორმაციით, ლადო აფხაზავა, რომელსაც 2017 წელს მიღებული აქვს საქართველოს საუკეთესო მასწავლებლის ტიტული და ასევე იყო მსოფლიოედაგოგების ათეულში, ახალი კონკურსის მონაწილეა. მსოფლიოს საუკეთესო პედაგოგებს შორის მან ათეულში გაიმარჯვა და მან ამის შესახებ დღეს შეიტყო: “ერთ-ერთ კონკურსში მივიღე მონაწილეობა, ვერ დავასახელებ ამას რომელი და დღეს დამირეკეს, რომ საუკეთესო ათეულს შორის მოვხვდი. ეს ეხებოდა ამ პანდემიის პერიოდში სკოლაში ინოვაციების დანერგვას და განსხვავებული, საინტერესო სწავლის მეთოდების შემუშავებას”-ამბობს აფხაზავა.

ცნობილია, რომ გამარჯვებული 7 ივნისს გამოვლინდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share