“დღეს დიდ, რევოლუციურ მიტინგს რომ ველოდებოდით სწორედ ის დღეა”

დღეს დიდ, რევოლუციურ მიტინგს რომ ველოდებით სწორედ ის დღეა..

ღრმად ჩასუნთქულები რომ ემზადებოდა ოპოზიცია სრულიად ერის მობილიზებისთვის, თავისი ძალადობრივი და აგრესიული პოლიტიკის მხარდასაჭერად, უგუნური პოლიტიკური ტაკიმასხარაობის გასამართლებლად, თავისი სურვილით დატუსაღებული ვითომ გმირის გამოსახსნელად…

მაშინ, როცა ერმაც და ცივილიზაციამაც პასუხად ეს რეალობა დააკანონა – არა ქუჩის პოლიტიკას, პოლიტიკა – პარლამენტში!

პ.ს დასკვნის სახით შეიძლება ითქვას რომ ნაცები თავისი “სატელიტებიანად” სრულიად დაიცალნენ ინტელექტუალური შესაძლებლობებისგან – წერს “ქართული ოცნების” დეპუტატი, ნინო წილოსანი.

ცნობისთვის, ბოიკოტის პირობებში მყოფმა ოპოზიციამ მასშტაბური აქცია 16 მაისს ორი თვით ადრრ დაანონსა, თუმცა შემდეგში განვითარებულმა მოვლენებმა, როგორც ახლა უკვე პარლამენტში მყოფი ოპოზიციის ნაწილი ამბობს, აქციამ აზრი დაკარგა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share