პარალმენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ოპოზიციის მხრიდან პარლამენტში არჩევნების შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უარი იმის აღიარებაა, რომ არჩევნების გაყალბებაზე მათი ბრალდებები უსაფუძვლო იყო.
ხელოვნური კრიზისის და საბოტაჟი ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ დასრულებულია. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნების გაყალბებაზე ბრალდება იყო სრულიად უსაფუძვლო და შექმნილი იმისთვის, რომ ძირი გამოეთხარათ გარკვეულ დესტრუქციულ ძალებს და რადიკალურ ოპოზიციას არჩევნებისთვის და დემოკრატიისთვის, ეს არის დასრულებული, დაისვა წერტილი. გახსოვთ რომ ჩვენ შევთავაზეთ გადათვლა რაზეც მივიღეთ უარი, შევთავაზეთ სრულად გამოძიება ამაზეც ოპოზიციის ძირითადი ნაწილისგან მივიღეთ უარი, ეს ის შემთხვევაა როცა უარი ნიშნავს აღიარებას, რომ არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულად, სამართლიანად, დღეს ოპოზიცია რომ უარს ამბობს, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არჩევნების გაყალბებაზე ბრალდება იყო აბსურდული” – ამბობს თალაკვაძე.