„ვაქცინის ეფექტურობის ხანგრძლივობა მინიმუმ ექვსი თვეა, გამაძლიერებელი ვაქცინა გახდება საჭირო“, – ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.
მისი თქმით, დამატებითი ვაქცინა პირველი აცრიდან ერთ წელიწადში უნდა გაკეთდეს.
„მე ვფიქრობ, თითქმის აუცილებლად დაგვჭირდება ვაქცინაციიდან დაახლოებით ერთ წელიწადში გამაძლიერებელი ვაქცინა, რადგან კორონავირუსის წინააღმდეგ დაცვის ხანგრძლივობა საერთოდ არ არის წითელას მსგავსი“, – აღნიშნა ფაუჩიმ.