“ლარის კურსის გამყარება დამოკიდებულია იმ მოლოდინთან, რაც არსებობს ეკონომიკური აქტივობის აღდგენასთან და გახსნასთან დაკავშირებით, ასევე ტურიზმის სექტორთან მიმართებაში და ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებასთან მიმართებაში. მნიშვნელოვანია ის, რომ ბოლო პერიოდში გაჩნდა საკმაოდ პოზიტიური მოლოდინი ყველა მიმართულებით – ტურიზმის სექტორის, ეკონომიკური ზრდის დაჩქარების მიმართულებითაც და შესაბამისად, ყველა ეს ფაქტორი აისახება ლარის კურსზე,” – აცხადებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი.
პოზიტიურ მოლოდინებს უკავშირებენ ლარის გამყარებას სფეროს ექსპერტებიც:
“როგორც გაუფასურებაზე ისე გამყარებაზე მოქმედებს მოლოდინი, რომელიც ქვეყანაში არსებობს, ახლა შეიქმნა პოზიტიური მოლოდინი იმ მიმართულებით, რომ გაიხსნება სახმელეთო საზღვრები, შემოვა ტურისტები. ბაზარი უკვე რეაგირებს და შესაძლებელია ვიღაცები უკვე ყიდდნენ დოლარს კიდევაც,” – აცხადებს “საზოგადოება და ბანკების” გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე.
ქვეყანაში არსებული გარემოს და მაკროპარამეტრების დასტაბილურებას უკავშირებს ლარის გამყარებას თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაიაც.