“წამზომი ჩართულია. ყოველდღიურად ვითვლი წამებს და წუთებს იმ მომენტამდე, როცა ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავიხსნათ და გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა. მე სხვა რეცეპტი არ მაქვს. რეცეპტი არის ერთიანობა, მობილიზება, ბოლომდე ბრძოლა გამარჯვებამდე და საქართველოს სწრაფი განვითარება. საქართველოს სწრაფ განვითარებას აქვს პერსპექტივა. ჩვენ ყველანი ვიცხოვრებთ საქართველოში, საიდანაც ხალხი აღარ წავა გერმანიაში მონებად, არც თურქეთში თხილის საკრეფად. ვერც ვერავინ ზემოდან ქვემოთ ვერ დაგვიწყებს ყურებას, ჩამოსული თუ ვიღაც სხვა ნებისმიერი ფირმის წარმომადგენელი თუ უბრალოდ ვიღაც.
საქართველოს ქართველ მოქალაქეს ექნება პატივისცემა საქართველოში და ექნება პატივისცემა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სიტყვა- ქართველი იქნება წარმატებული ქვეყნის ამაყი შვილის სიტყვა, რომელსაც ყველა ქვემოდან ზემოთ შეხედავს: არაბიც, რუსიც, ამერიკელიც და ა. შ. სადაც ყველა შეხედავს პატივისცემით. არავინ არ დაუწყებს-“ჩამოვიდა მონების მორიგი პარტია”… ახლა სამარცხვინო და დამამცირებელია საქართველოს მდგომარეობა. არცერთი დღე არ მინდა ასეთი საქართველოს ყურება. უნდა ამოვიდეთ ამ ტალახიდან”-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა” მთავარ აქცენტებში”.