რეპუბლიკის მოედანზე შეკრებილ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგებს, აქციის ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა სამოქმედო გეგმა წარუდგინა.
გოლეთიანის თქმით, ხეობის მცველები დღეს, აპირებენ, რომ რუსთაველის გავლით გადაინაცვლონ ფილარმონიასთან და იქ გადაკეტონ სავალი ნაწილი.
რაც შეეხება ხვალინდელ გეგმებს, როგორც გოლეთიანი ამბობს ისინი რიონის ხეობაში კოლონით დაბრუნდებიან.
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების მოთხოვნები უცვლელია – გავიდეს კომპანია “ენკა” რიონის ხეობიდან, გაუქმდეს გაფორმებული ხელშეკრულება და ჰესის მშენებლობაზე გამოცხადდეს მორატორიუმი. გარდა ამისა აქციის ორგანიზატორები ითხოვენ ეკონომიკის მინისტრმა თანამდებობა დატოვეს და დაეკისროს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ყველას, ვინც თურქულ კომპანიასთან, ხელშეკრულების გაფორმებაში მონაწილეობდა.